Thursday, April 22, 2010

პროექტის სახელი : „ ვირუსული დაავადებები
პროეკტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები შეისწავლიან ყველგან გავრცელებული ვირუსების ფორმას, აგებულებას და მათი ცხოველქმედების შედეგად გამოწვეულ ვირუსულ დაავადებებს
პროექტის აღწერა:
მოსწავლეებთან ერთად განვსაზღვრეთ პროექტის მნიშვნელობა და გადავწყვიტეთ კლასი დაგვეყო ჯგუფებად.
დავყავი კლასი 4 ჯგუფად। მივეცი დავალება।

1ჯგუფის დავალება– მოიძიონ ინფორმაცია შიდსის შესახებ
2ჯგუფის დავალება – მოიძიონ ინფორმაცია H1N1 ვირუსის შესახებ ინტერნეტის საშუალებით.
3. ჯგუფის დავალება– მოიძიონ ინფორმაცია ჰეპატიტის შესახებ.
4. ჯგუფს მივცემ დავალებას მივიდნენ პოლიკლინიკაში და მოიპოვონ ინფორმაცია რამდენია სენაკში სხვადასხვა სახის. ვირუსით დაავადებული

მოსწავლეები დამხმარე სახელმძღვანელოებით , ინტერნეტის საშუალებით მოიძიებენ ინფორმაციას ვირუსული დაავადებების შესახებ. გაეცნობიან ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშ ვირუსებს.
დავალების შესრულების შემდეგ მოსწავლეები წარადგენენ თავიანთ ნამუშევრებს წარმოადგენენ დიაგრამის სახით . მოსწავლეები ერთმანეთს გაუზიარებენ თავიანთ აზრს ვირუსულ დაავადებების შესახებ . გაიმართება დისკუსია, თუ როგორ შეიძლება თავიდან აცილებული იქნას ვირუსული დაავადებები.
მონაწილეთა ასაკი: 14–15წელი
ვადები/ ხანგრძლივობა 3თვე
მოსალოდნელი შედეგი: მოსწავლეები შეძლებენ აიცილონ თავიდან საშიში ვირუსული დაავადებები.
სამუშაო ენე: ქართული
პროექტის ვებ – გვერდი/ბლოგვი www.daligogoladze.blogspot.com

No comments:

Post a Comment